უფრო მეტი ბაბილონის შესახებ

პირველი ონლაინ სავაჭრო ქსელის შექმნის იდეა 2012 წელს, გაზეთ The FINANCIAL -ის გამომცემლებს გაუჩნდათ. ამ დროისთვის, ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა მკვეთრად იზრდებოდა, რაც აშკარად მიანიშნებდა ამ დარგის განვითარების პერსპექტივებზე. საქართველოს მოსახლეობა იყო მზად გადასულიყო ელექტრონულ სერვისებზე, მათ შორის დღემდე ხელმიუწვდომელ ელექტრონულ ვაჭრობაზე. 

მთავარი ამოცანა იყო ისეთი სავაჭრო სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემდა კერძო პირებს, არა მხოლოდ განეთავსებინა გასაყიდი ნივთი, არამედ მიეღო მისი ღირებულება პირდაპირ, პირად ანგარიშზე და არა აქამდე გავრცელებული წესით - გადამყიდველის გავლით. 

მეორეს მხრივ, საჭირო იყო ინტერნეტში ნივთების გაყიდვისთვის და ყიდვისთვის ისეთი დაცული სავაჭრო პლატფორის შექმნა, რომელიც გამყიდველის და მყიდველის თანაბარ დაცულობას უზრუნველყოფდა. 

ორივე ამოცანის საწყის მიზანს ქვეყანაში ელექტრონული ვაჭრობის და მისი დახმარებით მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა. 

3 წლიანი მუშაობის შედეგად, შეიქმნა სავაჭრო პლატფორმა, რომელმაც ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა. 

ბაბილონზე ყველაფერი მარტივია, იმისთვის, რომ პროდუქტის გასაყიდად განთავსება ან შეძენა ყველაზე გამოუცდელი მომხმარებლებისთვისაც ადვილი იყოს. მაღაზიის სამართავი პანელი საშუალებას იძლევა თვალყური ადევნოთ შეკვეთების, გაყიდვების და მომხმარებელთა რეგისტრაციის სტატისტიკას. 

ბაბილონზე ფინანსური იპერაციების განხორციელება მაქსიმალურად დაცულია. 

ბაბილონის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მყიდველსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკების და დავების მოდერირება, ან მოგვარება. 

გადახდების სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა განახორციელა კომპანია GeoPay-მ, რომელმაც საშუალება მისცა კერძო გამყიდველებს მიიღონ თანხა ელექტრონული საფულეს პიად ანგარიშზე, ხოლო კომპანიებმა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე.  

შესაბამისად, ბაბილონზე შესაძლებელი გახდა ნივთის ღირებულების გადახდა ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით, ქართუ ბანკის მეშვეობით ან ელექტრონული საფულეს eMoney ანგარიშით.
 

ბაბილონი კერძო პირებისთვის 


ბაბილონზე ვაჭრობამ საშუალება მისცა კერძო პირებს მიიღონ დამატებითი შემოსავალი დროის და დამატებითი რესურსების ხარჯვის გარეშე. 

საკმარისია რამდენიმე წუთი, რომ პროდუქტი დაიდოს ვებგვერდზე. 

მომხმარებლებს საშუალება აქვთ შემოსავალი მიიღონ ისეთი მეორადი ნივთების გაყიდვით, რომლითაც ხშირად სავსეა სახლი, პირადი გარდერობი ან სამუშაო მაგიდა. 

თუ დააკვირდებით, თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ისეთი ნივთია, რომელსაც თქვენ არასოდეს იყენებთ. ასეთი ნივთები აქვს თქვენს მშობლებს, მეგობრებს. ხშირ შემთხვევაში, ის რაც არ გჭირდებათ თქვენ, სჭირდება სხვას. ასეტ ნივტებს შორის შეიძლება იყოს ისეთი რამ, რისი ყიდვა მაღაზიაში შეუძლებელია. მაგალითად, ძველი, ვინტაჟური საგნები, მუსიკალური ვინილის დისკები, ძველი ისტორიული გაზეთები, ფული. 

ბაბილონი კომპანიებისთვის 

იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს და საცალო ვაჭრობის ობიექტებს, შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ გაყიდვები, ახალი თანამედროვე მყიდველების ხარჯზე. ეს, ახალი კლიენტების ძალიან დიდი, პროგრესული ჯგუფია.  

ინტერნეტ ვაჭრობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატეობას  უკავშირდება. ის მნიშვნელოვნად უმცირებს კომპანიებს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მაღაზიის ფართის ქირასთან, მუშახელის დაქირავებასთან, სხვა საოპერაციო ხარჯთან.

გარდა ამისა, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკურთან პარალელურად, ინტერნეტში მოვაჭრე მაღაზიის ცნობადობა მომხმარებელში 2ჯერ და 3-ჯერ მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურად არსებული მაღაზიის.   

კომპანიებს შეუძლიათ ერთი ან ერთდროულად რამდენიმე მაღაზია გახსნან. 

ანგარიშსწორებისთვის, კერძოდ თანხის მისარებად კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ორი მეთოდი, საბანკო ანგარიში, რომელიც იწერება მაღაზიის რეგისტრაციის შესაბამის ველში და ელექტრონული საფულე, რომელიც ავტომატურად რეგისტრირდება იმ კომპანიებისთვის, ვისაც ელექტრონული საფულე არ აქვთ.  

კომპანიებმა, რომლებსაც გააჩნიათ ელექტრონული საფულე, უნდა მოახდინონ ავტორიზება არსებული ანგარიშით და ისე გაიარონ რეგისტრაცია გვერდზე