პირადი ინფორმაცია

რა ინფორმაციას ვაგროვებთ?
 

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას როდესაც თქვენ რეგისტრირდებით ვებგვერდზე, ათავსებთ შეკვეთას, აფორმებთ ხელმოწერას სიახლეებზე ან ავსებთ ფორმებს.

ჩვენს საიტზე შეკვეთის მიცემისას, თქვენგან შესაძლოა მოვითხოვოთ: სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი ან საფოსტო მისამართი. თუმცა თქვენ შეგიძლიათ ჩვენ მაღაზიაში შეიძინოთ ნივთი ანონიმურად, ანგარიშის გარეშე. ამისთვის უნდა მოახდინოთ ანგარიშსწორება სტუმრის სტატუსით, რა დროსაც ჩვენ არ ვაგროვებთ პირად მონაცემებს. 

ჩვენ არ ვინახავთ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემებს. გადახდა საკრედიტო ბარათით ხორციელდება ბანკ ქართუს დაცულ გვერდზე. ხოლო ელექტრონული საფულით გადახდისას, ასევე მომსახურე კომპანიის მიერ ჩაშენებულ გადახდის დაფაში. 
 

რაში ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას?

 

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, შეიძლება გამოყენებული იყოს ქვევითჩამოთვლილი მიზნებით:

  • თქვენი მომსახურეობის გამარტივებისთვის.
    (თქვენი ინფორმაცია გვეხმარება პერსონალიზება მოვახდინოთ ჩვენი სერვისების თქვენზე)
  • საიტის გასაუმჯობესებლად
    (თქვენი გამოხმაურება, გვეხმარება სერვისების დახვეწაში)
  • მომსახურეობის დონის გასაუმჯობესებლად
    (თქვენი ინფორმაცია გვეხმარება ეფექტურად ვუპასუხოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის მოთხოვნებს და საჭიროებებს)
  • ტრანზაქციის განსახორციელებლადკონკურსების, პრომოაქციების, გამოკითხვების და სხვა ფუნქციების ადმინისტრირებისთვის.
    • თქვენი ინფორმაცია, საჯარო თუ პირადი, არ გაიყიდება, არ გაიცვლება, არ გადაეცემა ჩვენს მიერ მესამე პირს, რომელიც არ არის ჩვენს კომპანიასთან ასოცირებული, ნებისმიერი მიზეზით, თუ ამაზე არ არსებობს თქვენთან შეთანხმება. გამონაკლისი არის მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის. 
  • პერიოდულად ელ-ფოსტით წერილის მოსაწერად.
  • თქვენი ელ-ფოსტა, თქვენივე თანხმობით, შესაძლოა გამოყენებული იყოს სიახლეების ან ცხელი შემოთავაზებების გამოსაგზავნად.
  • თუ მოისურვებთ ხელმოწერის გაუქმებას, ჩვენ ყველა წერილის ბოლოში ჩავრთავთ ბმულს ხელმოწერის გასაუქმებლად. 


როგორ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას? 

 

ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების არაერთ სისტემას მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დასაცავად.

ჩვენი ქსელი განთავსებულია დაცულ სერვერზე, ყველა ინფორმაციის ტრანსფერი ხორციელდება უსაფრთხო კავშირის (Secure Socket Layer (SSL)) ტექნოლოგიით, რომლის მწვანე ნიშანი შეგიძლიათ ნახოთ ბრაუზერის მისამართში, ხოლო შემდგომში ინფორმაცია კოდირებულად გადაეცემა ბანკის და გადახდის სხვა სისტემის დაცულ ბაზას ავტორიზაციისთვის. მომსახურე ბანკებს და გადახდის სხვა სისტემებს აღებული აქვთ ვალდებულება ჩვენს წინაში, არ გამოიყენონ ინფორმაცია სხვა მიზნით გარდა უსაფრთხო გადახდის ავტორიზებისა. 

 

ვიყენებთ თუ არა ქუქის?


დიახ.  (ქუქი არის პატარა ფაილები საიტზე, რომლებიც თქვენი თანხმობით, იწერება თქვენს კომპიუტერში ბრაუზერიდან. ისინი საშუალებას აძლევენ საიტს ან სერვისის მომწოდებელს გაარჩიონ თქვენი ბრაუზერი და დაიმახსოვრონ ზოგიერთი ინფორმაცია).
 

ვის შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია?


ჩვენ არ ვყიდით, არ ვვაჭრობთ და არ გადავცემთ პირად ინფორმაციას მესამე პირს. ეს არ გულისხმობს იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ ტრანზაქციის განხორციელებაში ან გვეხმარებიან თქვენს მომსახურეობაში და რომლებსაც აღებული აქვთ ვალდებულება შეინახონ ინფორმაცია კონფიდენციალურად. ჩვენ, ასევე, შესაძლოა გავცეთ თქვენი ინფორმაცია სამართალდამცავი ან სასამართლო უწყების მიერ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. 
სტატისტიკა, რომელიც არ შეიცავს პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, შესაძლოა გაცემული იყოს კვლევებისთვის, მედიისთვის ან მარკეტინგული საქმიანობისთვის. 

 

მესამე მხარის ბმულები
 

პერიოდულად, ჩვენ საიტზე შესაძლოა დაიდოს პროდუქტები სხვა ვებ-მაღაზიის, კომპანიების ან მაღაზიების ბმულის სახით. მესამე მხარის საიტებზე გადასვლისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირადი ინფორმაციის წესები ასევე სხვა პირობების შესაძლოა განსხვავდებოდეს. ასეთ შემთხვევებში ბაბილონი არ არის პასუხისმგებელი. 

შესაბამისად, ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ, ჩვენ ვიტოვებთ ვალდებულებას არ ვიტანამშრომლოთ ისეთ მაღაზიებთან, რომლებმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებელი ან დააზარალონ ის. 


მხოლოდ ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაცია 
 

 

ონლაინ პირადი უსაფრთხოების ეს წესი ეხება მხოლოდ ბაბილონის გვერდზე (ონლაინ) მოპოვებულ ინფორმაციას და არ ეხება სხვა შემთხვევებს.  

 

თქვენი მხრიდან აღიარება 
 

ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებს. 

 

ცვლილებები პირადი ინფორმაციის წესებში

 

 

ჩვენ შესაძლოა დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები პირადი ინფორმაციის წესებში და გამოვაქვეყნოთ ამ ან სხვა შესაბამის გვერდზე. ასეთი ცვლილებები აღნიშნული იქნება ცვლილებების შეტანის თარიღით. 

ბოლოს წესების გადახედვა და დამტკიცება მოხდა: 1 ივლისი 2015 წელი.