მიტანის სერვისები

მარტივი მიწოდება

იმის მიუხედავად, ყიდულობთ ნივთს თუ ყიდით ბაბილონზე, თქვენ უნდა ყველაფერი იცოდეთ მიტანის სერვისების შესახებ. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გაგიმარტივოთ ამოცანა სასარგებლო რჩევებით.


ბაბილონზე ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი საფოსტო სერვისები: TNT საქართველო, DHL საქართველო,  ნოვა პოსტა. 
 

მიტანის სერვისები გამყიდველებისთვის

ბაბილონზე ნივთის გასაყიდად განთავებისას, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მყიდველს მიტანის 3 ოპცია: ფიქსირებული ფასი, უფასო მიტანა ან წონაზე და მისამართზე დამოკიდებული ფასი. 

ფიქსირებული ფასი: ფიქსირებული ფასი მიმზიდველია მყიდველებისთვის, რადგან ის აიოლებს დანახარჯის გამოთვლას. მიტანის ღირებულების მითითება შესაძლებელია 

უფასო მიტანა: უფასო მიტანის შეთავაზება კარგი საშუალებაა მყიდველის მოსაზიდად და ძებნის შედეგებში 

მიტანის ფიქსირებული ფასი: ფიქსირებულ ფასი მიტანის საშუალო ღირებულების დასადგენად კარგი ოპციაა, თუმცა თუ თქვენ უცხოეთშიც ფიქრობთ გაგზავნას, უნდა დაადგინოთ საერთაშორისო მიტანის ფიქსირებული ფასი.

მიტანის დათვლადი ფასი: თუ თქვენს მაღაზიაში გამოიყენებთ სტანდარტულად შემოთავაზებულ საფოსტო სერვისებს (TNT, DHL, NovaPosta) მიტანის ფასი ავტომატურად გამოითვლება მყიდველის მიერ მითითებული მისამართის, ასევე გზავნილის წონის შესაბამისად. 
 

მიტანის დრო

როგორც გამყიდველმა, მნიშვნელოვანია, კლიენტებს გააგებინოთ დრო - როდის მიიღებენ  შეძენილ ნივთს. მიტანის დრო დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი საფოსტო სერვისი იქნება არჩეული, რა დრო დაგჭირდებათ პროდუქტის საფოსტო სერვისისთვის მისაწოდებლად და როდის მიიღებთ პროდუქტის ღირებულებას ან ჩარიცხვის დასტურს.

დროულად მოამზადეთ და გაუგზავნეთ მყიდველს გზავნილი და თქვენ მიიღებთ საუკეთესო შეფასებას კლიენტებისგან.

 

კომბინირებული მიტანა

ონლაინ შოპინგის დროს, მყიდველი ყოველთვის ცდილობს იპოვოს საუკეთესო შემოთავაზება. ეს თანაბრად ეხება პროდუქტის ღირებულებას და მიტანი ხარჯს. შესთავაზეთ მყიდველს კომბინირებული მიტანა რამდენიმე პროდუქტზე, რომ მათ შეძლონ თანხის დაზოგვა თქვენივე სხვა პროდუქტის შესაძენად. ასე გაზრდით გაყიდვებს დამატებითი ხარჯის გარეშე. 
 

დააკონკრეტეთ მიტანის ადგილები 

ბაბილონზე მოვაჭრეების უმეტესობა საქართველოს მისამართებზე აგზავნის, თუმცა თუ თქვენ გსურთ თქვენი პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც შეიძინონ, დაწერეთ ამის შესახებ პროდუქტის აღწერაში, მიტანის და დაბრუნების პირობებში. დარწმუნდით, რომ საფოსტო ღირებულება არის ზომიერი. საერთაშორისო მყიდველზე გასვლით თქვენ გაზრდით გაყიდვებს. 


მიტანის სერვისები

ბაბილონი მუშაობს შემდეგ საფოსტო/სკურიერო სერვისებთან: DHL საქართველო, TNT საქართველო, ნოვაპოსტა. ეს საფოსტო სერვისები ავტომატურად არის კონფიგურირებული. გამყიდველს შეუძლია ჩართოს ყველა ეს საფოსტო/საკურიერო სერვისი თავის მაღაზიაში ან აირჩიოს ერთ-ერთი. ბაბილონის პარტნიორი საფოსტო სერვისები ბაბილონზე მოვაჭრეებს სთავაზობენ ყველაზე დაბალ ფასებს.  იხილეთ ფასები
 

კომენტარები

პროდუქტის და მომსახურეობის შეფასება შეუძლია მხოლოდ მყიდველს.
შეფასების და მიმოხილვის დასაჭერად, დააჭირე ღილაკს ქვევით.
მოგვწერეთ თუ ფიქრობთ, რომ გამყიდველმა თქვენი უფლებები დაარღვია.